საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2006 წელს 1,1%-ით შემცირდება რუსეთის მიერ გაზის ღირებულების 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე გაძვირების შედეგად.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაზის ღირებულების გაზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.