ნოღაიდელი: რუსეთში სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადაზიდვას ჯერ პრობლემები არ შექმნია

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით საქართველოდან რუსეთში სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრს ამ საკითხის კონტროლი უკვე დაევალა.


“ამჟამად ტვირთები გაედინება, მაგრამ თუ ჩვენს პროდუქციას რაიმე პრობლემა შეექმნება, მივმართავთ შესაბამის ზომებს ორმხრივ და მრავალმხრივ ჩარჩოებში“, – განაცხადა 20 დეკემბერს ზურაბ ნოღაიდელმა.


რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 19 დეკემბერს საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა, რომელიც სამინისტროს ცნობით,  გაგრძელდება, სანამ საქართველო არ აღმოფხვრის საერთაშორისო და რუსეთის სანიტარული მოთხოვნების დარღვევის მიზეზებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version