ეუთო პოლიციის აკადემიის ინსტრუქტორებს დანაშაულის გამოძიებაში ამზადებს

საქართველოს კრიმინალური პოლიციის ოცმა ინსტრუქტორმა 19 დეკემბერს თბილისის პოლიციის აკადემიაში დანაშაულის გამოძიების კურსი დაასრულა, იტყობინება საქართველოში ეუთოს მისია.


ეუთოს მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში, ქართული პოლიციის ინსტრუქტორებმა ადამიანის უფლებების საკითხებსა და დანაშაულების თავიდან აცილების დემოკრატიულ პრინციპებში გაიარეს მომზადება.


ქართულ პოლიციაში დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი განვითარების მიზნით, ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა და კოსოვოს პოლიციის სამსახურის სკოლის დირექტორმა სტივ ბენეტმა დანაშაულის გამოძიების შესახებ ძირითადი კურსის ჩატარების მიზნით თბილისის პოლიციის აკადემიაში ორი ექსპერტი მიავლინეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version