დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოსური სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილეს ვიაჩესლავ კუძიევს, რომელსაც ბრალად ყალბი დოლარების რეალიზება ედება, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
კუძიევი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 5 დეკემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთთან დააკავა. დაკავებისას კუძიევმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სროლის შედეგად დაიჭრა.
კუძიევი ამჟამად მკურნალობს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დღეს მისი სასამართლო პროცესი შედგა.