ჩეჩენი ლტოლვილების ნაწილი ჩეჩნეთში ბრუნდება

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა 140-მდე ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა დღეს საქართველო დატოვა და ჩეჩნეთში გაემგზავრა.


ჩეჩენ ლტოლვილთა დაბრუნებას რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო უწევს ორგანიზებას, რომლის განცხადებითაც ის ლტოლვილები, რომელთაც საცხოვრებელი ბინები არ გააჩნიათ, უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით, ასევე გაიცმა ფულადი კომპენსაციები.


პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების მცირე ნაწილი სამშობლოში მიმდინარე წლის მაისში დაბრუნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version