საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გაემგზვარა, სადაც 5-6 დეკემბერს ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-13 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეები განიხილავენ ეუთო-ს რეფორმირების საკითხს, იმსჯელებენ “გაყინული“ კონფლიქტების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე.
ასევე იგეგმება გელა ბეჟუაშვილის ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან ასელბორნთან; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან ალცი ლ. ჰასტინგთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში როლფ ეკეუსთან; რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან; აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ნიკოლას ბერნსთან; სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)