“ევრონიუს“-ის და იტალიური საინფორმაციო სააგენტო AGI-ის ცნობით, ქართული სატვირთო გემი, რომელსაც 14,000 ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდა, 3 დეკემბერს იტალიის პორტ “ლა სპეზიას” მახლობლად კლდესთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.
ეკიპაჟის ცამეტივე წევრი გადარჩა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაბინძურების თაობაზე განგაში გამოაცხადა.