სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალოვან მინისტრებს საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობაში პოსტებს შეინარჩუნებენ დე ფაქტო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ანატოლი ბარანკევიჩი და მიხეილ მინძაევი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ანატოლი იარავოი. 

მთავრობის დანარჩენი წევრების თანამდებობებზე დარჩენის საკითხი კი საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე გადაწყდება, იუწყება 29 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


29 ნოემბერს დე ფაქტო მთავრობაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, კერძოდ შეიქმნა ორი ახალი სამინისტრო: კაპიტალური და საგზაო მშენებლობისა და ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version