კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში მედიის განვითარებაზე იმსჯელებს

17 ნოემბერს თბილისში სამხრეთ კავკასიის საინფორმაციო საშუალებების ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, სადაც რეგიონში მედიის კუთხით არსებული სიტუაციის გარშემო შეხედულებების გაცვლა მოხდება.


ეუთოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საინფორმაციო საშუალებების 60-მდე წარმომადგენელი, ასევე უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. საუბარი შეეხება რეგიონში მედიის კუთხით განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს; ასევე განხილვის თემა იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ინტერნეტი, როგორც მედიის თავისუფლების ახალი მთავარი  გამოწვევა.         


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version