მოსკოვი კოკოითის, პუტინის და საააკაშვილის შეხვედრის ინიციატივით გამოდის

შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) რუსეთის მხარის წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი ლუბლიანაში 16 ნოემბერს გამართულ შსკ-ს სხდომაზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, იტყობინება ქართული მედია.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 16 ნოემბერს ასევე განუცხადა ჟურნალისტებს ცხინვალში, რომ ამგვარი მაღალი დონის შეხვედრა ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას. სავარაუდოდ, ქართული მხარე მოსკოვის და ცხინვალის ამ შემოთავაზებას იგნორირებით უპასუხებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version