ალიევმა სააკაშვილს საარჩევნო მარკირების უზრუნველყოფისათვის დახმარება სთხოვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 6 ნოემბერს აზერბაიჯანში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მარკირების პროცედურის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დახმარება სთხოვა.


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბაქოში უკვე გაიგზავნა მარკირებისთვის საჭირო ინვენტარი. საქართველოს საარჩევნო სისტემაში მარკირების მექანიზმი 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებიდან მოქმედებს.  


აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში მიმდინარე საარჩევნო მზადების შესახებ ილჰამ ალიევი მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით 27 ოქტომბერს ესაუბრა. მიმდინარე კვირაში ეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მეორე სატელეფონო საუბარია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version