ცსკ-მ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) დღეს  ხუთ საარჩევნო ოლქში  -ისანში, ბათუმში, შუახევში, ქობულეთში, ტყიბულში 1 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების მხოლოდ ოთხი საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.


ქობულეთის არჩევნების შედეგების დამტკიცება გადაიდო, რადგანაც ოპოზიციური პარტიების სარჩელი იხილება სასამართლოში. წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატმა კობა ხაბაზმა მოიპოვა.


შემაჯამებელი ოქმების მიხედვით შუალედურ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება:


ისანში – ბიძინა ბერგაძემ – 8 783 ხმით;


ბათუმში – ჯემალ ინაიშვილი – 8 243 ხმით; 


შუახევში – ელგუჯა მაკარაძე – 5 353 ხმით;


ტყიბულში – პავლე კუბლაშვილი – 9 306 ხმით.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება, კანონის მიხედვით, სამი დღის ვადაშია შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version