სამხედრო ნაწილი ათმა ჯარისკაცმა დატოვა

დედოფლისწყაროში დისლოცირებული სამხედრო ნაწილი დღეს ათმა  აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა თვითნებურად დატოვა, რის მიზეზადაც ოფიცრისა და ზემდეგის მხრიდან მათზე ფიზიკურ ზეწოლას და  სამხედრო ნაწილში ელემენტარული პირობების არარსებობას ასახელებენ. თუმცა ჯარისკაცები კონკრეტულ პიროვნებების დასახელებისაგან თავს იკავებენ.


დღეს სამხედრო ნაწილიდან გამოქცეულმა ჯარისკაცებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს.


ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება სამხედრო ნაწილიდან გამოქცეულ ჯარისკაცებზე ზეწოლის ფაქტები, ომბუდსმენი სოზარ სუბარი თავდაცვის სამინისტროს ამ ოფიცრისა და ზემდეგის დასჯის მოთხოვნით მიმართავს.


ჯარისკაცები ამჟამად დასაკითხად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში იმყოფებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version