სამართალდამცავები დაკავებული ორი ოსი პიროვნების ცემის გამო პასუხს აგებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, მას შემდეგ,  რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელ ბერულასთან 2 ოქტომბერს მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ცეცხლის გახსნის მოტივით ოსი ეროვნების ორი მოქალაქე იგორ ზასაევი და ალეკ აკაევი დააკავეს, მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.


ხიზანიშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება იმ პოლიციელების გამოსავლენად, ვინც დაკავებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


მისივე თქმით,  ადამიანის უფლების შელახვის ფაქტზე გამოვლენილი ნებისმიერი “პოლიციელი მკაცრად იქნება დასჯილი“.


2 ოქტომბერს სოფელ ბერულასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ოსი ეროვნების პირებმა ცეცხლი გაუხსნენ მშვიდობიან მოსახლეობას,  ორი ქართველი დაიჭრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version