ცხინვალში მომხდარი სროლების შედეგად შვიდი პიროვნება დაშავდა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 20 სექტემბერს ნაღმტყორცნებიდან ცხინვალის დაცხრილვის შედეგად შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი წლის ბავშვი, დაშავდა.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი საღამოს 7 საათზე ქართულ სოფელ ერგნეთიდან გახსნეს.


სამხრეთ ოსეთის მხარე ასევე იტყობინება, რომ ცხინვალს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კონცერტი იმართებოდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version