შსს: იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი “რუსი ოფიცერი” დაკავებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების შტაბის “მაღალი რანგის ოფიციალური პირი” იქნა დაპატიმრებული.


შსს-ს ცნობით, დაკავებული ეჭვმიტანილია “დიდი რაოდენობის რუსული წარმოების საბრძოლო მასალით უკანონო ვაჭრობაში”.


თუმცა, ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების შტაბის მეთაურის მოადგილემ ვლადიმერ ყუფარაძემ “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ ქართული პოლიციის მიერ დაკავებული პირი არ არის ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების ოფიცერთა შორის.


“მე მითხრეს, რომ დაპატიმრებული პირი არის რუსი ოფიცერი სახელად – თემურ გრიგოვაშვილი. ამ გვარის პიროვნება ჩვენს პერსონალში არ ირიცხება”,– განაცხადა ყუფარაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version