სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან.
გიორგი ხაინდრავას განცხადებით, მოსკოვში განიხილება კონფლიქტის ზონებში [ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური] არსებული “გართულებული“ მდგომარეობა.
“განიხილება კონფლიქტის ზონებში დაწყებული მილიტარიზაციის პროცესი. განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსეთში, რაც ეწინააღმდეგება მხარეებს შორის დემილიტარიზაციის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას “, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ 9 სექტემბერს ჟურნალისტებს მოსკოვში გამგზავრებამდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)