საპარლამენტო ოპოზიცია კოორდინირებულ მუშაობას გეგმავს

დღეს პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფების “ახალი მემარჯვენეების“, “კონსერვატორების“ და “რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები საგანგებოდ შეიკრიბნენ საშემოდგომო სესიისათვის მოქმედების ერთიანი სტატეგიის განსაზღვრის მიზნით.


“ჩვენი სურვილია, რომ ახალ საპარლამენტო სეზონზე [ოპოზიციამ] კოორდინირებულად ვიმოქმედოთ“, განუცხადა “კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა “სივილ ჯორჯიას“.


მისი თქმით, ოპოზიცია აღარ გააგრძელებს საპარლამენტო სხდომების ბოიკოტირებას, რასაც ადგილი ჰქონდა საგაზაფხულო სესიის დასასრულს, როცა ოპოზიცია თბილისის თვითმმართველობის საკითხების გამო პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version