თბილისში ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები დაიწყო

დღეს დილით თბილისში გაეროს შუამავლობით მიმდინარე ჟენევის პროცესის ფარგლებში მორიგი, ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები დაიწყო, რომელზეც განიხილება კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიები.


მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა.


მოლაპარაკებები საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს და მას ასევე ესწრებიან გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუბის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია) ელჩები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version