სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტთან დავით ინგოროყვასთან ერთად ყაზახეთში იმყოფება.
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის მიზანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული გზების მოძიებაა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის გაზის მოწოდება იქნება შესაძლებელი ყაზახეთიდან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
ამ დროისთვის საქართველოს ბუნებრივ აირს რუსული “გაზპრომი“ და საერთაშორიოს ენერგეტიკული კომპანია “იტერა“ აწვდის.