ხაინდრავა: ბესლანი პოლიტიკური დავის თემა არ არის

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ ბესლანის თემა, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ოსეთის ამ ქალაქში ტერაქტის შედეგად უდანაშაულო ბავშვები დაიღუპნენ, “პოლიტიკური დებატების” თემა არ არის.


ხაინდრავამ კომენტარი გააკეთა 27 ივლისს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შს მინისტრის მიხეილ მინძაევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. “ჩვენ ვიცით, რომ ბესლანის ტერაქტი თბილისში დაიგეგმა. ვიცით ვინ ვის ხვდებოდა საქართველოში, სად და როდის ბესლანის ტრაგედიამდე“, განაცხადა მინძაევმა.


მინძაევმა ამ განცხადებით პასუხი გასცა ქართული მხარის ბრალდებებს, რომ თებერვლის გორის ტერაქტი, რომელსაც სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, ორგანიზებული იყო სამხრეთ ოსეთში მოქმედი დივერსანტთა ჯგუფის მიერ, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version