ბაღაფშმა და კოკოითმა გაგრაში შეხვედრა გამართეს

თვითგამოცხადებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ 26 ივლისს ბოლო ორი დღის მანძილზე მეორე შეხვედრა გამართეს გაგრაში, სადაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, იუწყება “აფსნიპრესი“.


შეხვედრას, რომელსაც აფხაზური წყაროები “ოფიციალურს“ უწოდებენ, ესწრებოდნენ ასევე ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები.


ორი ლიდერი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავდა. ამასთან, ხაზი გაესვა რუსეთის წამყვან როლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ბაღაფშმა და კოკოითმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გავრცელებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.


ედურდ კოკოითმა, რომელიც შვებულებას ოჯახთან ერთად აფხაზეთში ატარებს, ბაღაფშთან სამუშაო შეხვედრა 25 ივლისსაც გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version