პოლიციამ ბუშის ხელყუმბარის საქმეში ეჭვმიტანილი დააკავა

ვლადიმერ არუთუნიანი, რომელიც ეჭვმიტანილია 10 მაისს პრეზიდენტ ბუშის თავისუფლების მოედანზე გამოსვლის დროს ხელყუმბარის სროლაში, 20 ივლისს დააკავეს სამართალდამცავებმა.


ეს ინფორმაცია ეყრდნობა ქართული ტელეკომპანიების კომენტარებს, რომლების პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ იმ ოპერაციის კადრებს, რომელსაც პოლიცია ეჭვმიტანილის დასაკავებლად ატარებდა. კამერებმა დააფიქსირეს კადრი, როცა სპეცრაზმელებს ხელით გადაჰყავდათ დაჭრილი პირი.


ეჭვმიტანილის აყვანის ოპერაციას უშიშროების ერთი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version