ხელისუფლებაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს

ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თანამდებობა დატოვოს და მისი ადგილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიგი უგულავამ დაიკავოს. თუმცა ართერთი მათგანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.


“ამ ხმებს აქვს კარგად დაგეგმილი კამპანიის სახე, გამომდინარე იქიდან, რომ სერიოზულად შეიზღუდა თბილისი ბიუჯეტში ხელის ფათურის პრაქტიკა“, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


მისი თქმით, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს ახალი მერის დანიშვნას, “ბუნებრივია, ამას თვთონ ეტყვის საზოგადოებას“.


გავრცელებული ინფორმაციით, ჭიაბერაშვილმა შესაძლოა  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ან აშშ–ში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავოს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის ევროპის საბჭოში მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშრებით, თუმცა თავად პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას შეთავაზება არ მიუღია და აგრძელებს მინისტრის მოვალეობების შესრულებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version