რკინიგზის გახსნაზე მსჯელობა სოხუმში გაგრძელდება

აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე 11 ივლისს  რკინიგზის დეპარტამენტში იმსჯელეს თბილისის, სოხუმის და მოსკოვის რკინიგზის უწყებების წარმომადგენლებმა.


საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, გადაწყდა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მორიგი შეხვედრა 19 ივლისს სოხუმში გაგრძელდება, რომელშიც სამივე მხარის ტექნიკური ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას და ადგილზე მოხდება სარკინიგზო მონაკვეთის დათვალიერება. 


აღსადგენია დაახლოებით 60–კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი სოხუმიდან ზუგდიდის ინგირი სადგურამდე. წინასწარი დათვლებით, სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას მინიმუმ 100 მლნ დოლარი დასჭირდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version