თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის სამხედრო ექსპერტთა ოფისი გაძარცვეს

4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გასული თვის ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განთავსებული ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ოფისი გაძარცვეს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცნობით, მოპარულია რამდენიმე ლეპტოპის ტიპის კომპიუტერი და დაუდგენელი რაოდენობის თანხა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი უკვე გადავიდა ახალ შენობაში. ქურდობა სამინისტროს ძველ შენობაში მოხდა, რომელიც მალე ფინანსურ პოლიციას გადაეცემა.


აშშ-ის სამხედრო ექსპერტები, რომელთა ოფისიც გაიძარცვა, ერთ-ერთი ამერიკული კერძო ფირმის “კუბიკის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც პენტაგონმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვისთვის დაიქირავა.


გასული წლის მარტში კრწანისის საწვრთნელი ბაზიდან აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორების კუთვნილი 150,000 დოლარი მოიპარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version