„ახალი მემარჯვენეები“ შუალედურ არჩევნებში ოპოზიციასთან თანამშრომლობას გეგმავენ

“ახალი მემარჯვენეების“ ოპოზიციური პარტიის განცხადებით, პარტიამ მიიღო “კონსერვატორების“ წინადადება ოპოზიციურ პარტიებს შორის შიდა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც საშუალებას მისცემს მათ დაასახელონ საერთო კანდიდატები ხუთ მაჟორიტარულ ოლქში დაგეგმილი შუალედურ არჩევნებზე.  


“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 29 ივნისს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ პარტია ასევე კონსულტაციებს მართავს “რესპუბლიკურ პარტიასთან“ ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატების წარდგენის თაობაზე.


მისი თქმით, პარტიას უკვე გადაწყვეტილი აქვს წარადგინოს გიორგი მოსიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, ისნის ოლქში , ნინო ქვარიანი – ტყიბულის  ოლქში და ვახტანგ ზოიძე – შუახევის საარჩევნო ოლქში.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version