საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას იღებს

საქართველოს ხელისუფლება ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში (IPAP) იღებს ვალდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე.   


“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) გაყინული კონფლიქტები აფერხებენ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ისინი ასევე საფრთხეს უქმნიან შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, რადგანაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიან ტერორიზმისთვის, ორგანიზებული დანაშაულისთვის, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის. საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას მშვიდობიანად მოაგვაროს ეს პრობლემები, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც თავდაცვის და პოლიტიკის სფეროში რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version