საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანამ იგი ქვეყნის პრეზიდენტია, “კორუფციასთან ბრძოლის საქმეში არანაირი შესუსტება არ იქნება“.
“კორუფციასთან ბრძოლით ბევრი მტერი გავიჩინე, მაგრამ მე ასეთი მტრების არ მეშინია. ჩემი პრინციპია – არამზადა სჯობს გვერდზე იყოს; მთავარი კი ქართული საზოგადოება და კანონის უზენაესობაა“, განაცხადა 21 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დანიშნულ ახალ მოსამართლეებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელი ავთანდილ დავითაძე და განაცხადა, რომ ქრთამის “ამღები ყველა მოხელე სათანადოდ დაისჯება”.
ამ განცხადების შედეგად ავთანდილ დავითაძემ, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა.