კონსერვატორების წევრს მანქანა აუფეთქეს

დაუდგენელმა პირებმა 15 ივნისს პარტია “კონსერვატორების“ ზესტაფონის რეგიონალური ორგანიზაციის წევრის კახა ბერაძის კუთვნილი ავტომანქანა ააფეთქეს, რასაც წინ უძღვოდა პარტიის ზესტაფონის ფილიალის დარბევა.


კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი, ისევე როგორც დაზარალებული კახა ბერაძე, მომხდარს ზესტაფონის “გამგეობის მხრიდან ანგარიშსწორებას“ უკავშირებს.


“კახა ბერაძემ ზესტაფონის [ყოფილი] გამგებელი კორუფციაში ამხილა, რასაც მსგავსი ინციდენტები მოჰყვა“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ კობა დავითაშვილმა.


8 ივნისს სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ბრალდებით ზესტაფონის გამგებელი მირიან ბერუაშვილი დააკავეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version