გაზეთის ცნობით, ბარამიძეს პარლამენტარობა სურს

გაზეთი „რეზონასი“ 16 ივნისს „სარწმუნო წყაროზე“ დაყრდობით იუწყება, რომ ევროიტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძეს პარლამენტში დაბრუნება სურს. გაზეთის ცნობით, ამის მიზეზი ბარამიძესა და პრეზიდეტ სააკაშვილს შორის ბოლო დროს გართულებული ურთიერთობებია.
 
„უფრო სწორად, [ბარამიძის სააკაშვილთან ურთიერთობები] იმდენად ცუდია, რომ პრეზიდენტის კარზე სხვადასხვა საკითხების დასაყენებლად [ბარამიძე] თხოვნით მთავრობის სხვა წევრებს მიმართავს“, წერს „რეზონანსი“, თუმცა არ აკონკრეტებს გარადაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას ერთ–ერთი ყველაზე გამოკვეთილი თანაგუნდელის, გიორგი ბარამიძის პრეზიდენტთან ურთიერთობების გაუარესების მიზეზებს.
 
გაზეთის ცნობით, სახელმწიფო მინისტრი შემოდგომისთვის დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე თბილისის ისნის საარჩევო ოლქში აპირებს მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი, თუმცა მას ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილთან „ჯერ არ შეუთანხმებია“.
 
„ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, „ნაციონალებმა“ ის მაჟორიტარობის კანდიდატად არ დაასახელონ“, წერს გაზეთი და იქვე დასძენს რომ ისნის რაიონში მმართველის პარტიის ფავორიტად შს მინისტრის მოადგილეს ბიძინა ბრეგაძეს ასახელებენ.




 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version