დღეს თბილისში დსთ-ს ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს 41-ე ორდღიანი სხდომა დაიწყო, რომელსაც რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი გენადი ფადეევი თავმჯდომარეობს.
სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა, განიხილება დსთ-ს სივრცეში რკინიგზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
დაგეგმილია ასევე გენადი ფადეევის ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, სადაც განიხილება აფხაზეთის გავლით საქართველო–რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი.