რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ექსპერტთა ჯგუფები 23 მაისს თბილისში რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებენ.
ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე წარმოადგენს, რუსულს კი – საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი.
ქართული და რუსული მხარეები მოსკოვის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილ ახალ წინადადებებს განიხილავენ. თბილისმა უკვე მოიწონა ეს წინადადებები და მათ “უფრო კონსტრუქციული“ უწოდა.