საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს შორის 6 მაისს სატელეფონი საუბარი შედგა.
დღეს ლიტვის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტებმა ისაუბრეს ჯორჯ ბუშის 6–10 მაისს მიმდინარე ევროპული ტურნეს შესახებ, რომელსაც აშშ–ს პრეზიდენტი ლატვიაში, ნიდერლანდებში და რუსეთში ვიზიტის შემდეგ 9-10 მაისს საქართველოში სტუმრობით დაასრულებს.
სატელეფონო საუბარში ორი ქვეყნის პრეზიდენტი ასევე შეეხო 22 აპრილს სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ლიდერთა სამიტს კიშინიოვში, რომელშიც ვალდას ადამკუსმაც მიიღო მონაწილეობა.