ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში 2004 წელს მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა “ეუთოს საქმიანობა ქვეყანაში გამოწვევებით აღსავსე გახადა, რამაც ორგანიზაციის თავმჯდომარისაგან საქართველოსადმი გაზრდილი ყურადღება მოითხოვა.“
კერძოდ, მოხსენება ხაზს უსვამს 4 იანვარს და 28 მარტს ჩატარებულ ორ “საგანგებო“ (საპრეზიდენტო და საპარლამენტო) არჩევნებს საქართველოში, ასევე გასული წლის ზაფხულს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდას და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)