22 აპრილს კიშინიოვში მიმდინარე სუამის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი ტერიტორიებიდან რუსული სამხედრო ბაზების უმოკლეს ვადაში გაყვანა უნდა მოითხოვონ.
“[საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული] რუსული სამხედრო ბაზები ქართველი ერის ნებას ეწინააღმდეგება. მათი ყოფნა არ ემსახურება რეგიონულ უსაფრთხოებას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბაზების გაყვანის ვადებზე საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.