თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით სენაკში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობისთვის საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 9 მლნ აშშ დოლარი.
ახალი სამხედრო ბაზა დაახლოებით 2-3 ათასს ჯარისკაცზეა გათვლილი. მისი მშენებლობა სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება.
დღეს ახალი ბაზის მშენებლობის დაწყებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება ახალი ბრიგადის დაკომპლექტება.