ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან 5 აპრილს სოჭის შეხვედრაზე და მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების საკითხები განიხილა, იუწყება 6 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
“რუსეთი დაინტერესებულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით ამ საკითხებში…ჩვენმა ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებას“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.