საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 24 მარტს აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თბილისში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ამ ინფორმაციის გავრცელება თეთრი სახლის პრეროგატივაა“.
დღეს ქართულმა საინფორმაციო საშულებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტები ბუში და სააკაშვილი თბილისს 10 მაისს ერთად ეწვევიან.
“დაველოდოთ ოფიციალურ შეტყობინებას თეთრი სახლიდან“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.