საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერის ალანა გაგლოევას ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
“ახალი პრემიერ-მინისტრი თავად წარადგენს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. მკვეთრ ცვლილებები არ იქნება”, განაცხადა დღეს ალანა გაგლოევამ.
უკვე სახელდება მინისტრთა სავარაუდო კანდიდატები. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. კოტე კემულარია, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, იუსტიციის მინისტრი გახდება; იგი ამ თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილს შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ გარემოს დაცვის მინისტრი ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად არ დასტურდება, დანარჩენი მინისტრები სავარძლებს შეინარჩუნებენ.
ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება
