16 ივლისს მაღალმთიან სვანეთში, კერძოდ კი მესტიის რაიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიღუპა, ხოლო რამოდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინიტრი ზურაბ ჟვანია სვანეთში გაემგზავრა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიამ უდიდესი ზარალი მიაყენა ხუთ სოფელს, რომლებიც ამ დრომდე მოწყვეტილია გარე სამყაროსაგან.
სპეციალური სამთავრობო კომისია დაადგენს იმ ზარალს, რომელიც მესტიის რაიონს სტიქიამ მიაყენა.