პარლამენტი აჭარის კონსტიტუციურ უფლებებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტმა 25 ივნისს თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ საკონსტიტუციო კანონპროექტის  განხილვა დაიწყო.


დოკუმენტის თანახმად, რომელიც აჭარის ავტონომიურ სტატუსს განსაზღვრავს, რეგიონს საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება უხელმძღვანელებს. პრეზიდენტი აჭარის პრემიერ-მინისტრის კანდიდატს წარადგენს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი.


კანონპროექტის ოპონენტები, მათ შორის „ახალ მემარჯვენეთა“ ოპოზიციური ფრაქცია და რესპუბლიკური პარტია, აცხადებენ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი აჭარის ავტონომიურ უფლებებს ლახავს და რეგიონს პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში აყენებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version