კოდორის ხეობაში 6 აპრილს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 28 მარტს კოდორში საარჩევნო უბნების გახსნა ვერ მოხერხდა, რადგანაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უამინდობის გამო ვერ შეძლო იქ საარჩევნო ბიულეტენები ჩაეტანა.
ოფიციალური ინფორმაციით, კოდორის ხეობაში მცხოვრები 1 500 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 000 ამომრჩეველმა მიიღო.
კოდორში საპარლამენტო არჩევნებისთვის სამი საარჩევნო უბანი გაიხსნა.