გერმანელი ექსპერტები საქართველოს დაეხმარებიან

„გერმანია საქართველოში ექსპერტთა ჯგუფს გამოაგზავნის, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების საქმეში დახმარებას აღმოუჩენენ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შროდერმა 30 იანვარს ბერლინში საქართველოს ახალ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


გერმანული გაზეთი Welt იუწყება, რომ გერმანელი სპეციალისტები საბაჟოს თანამშრომლებს და დიპლომატებს მოამზადებენ.


გაზეთი ასევე იუწყება, რომ გერმანიის მთავრობა 26 მილიონი ევროს გამოყოფს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით.


„საქართველო ეს ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი დახმარება სჭირდება გარედან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩებოდა.


ფედერალურ პრეზიდენტთან იოჰანეს რაუსთან გამართული მოლაპარაკებისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან შეგნებულად აირჩია გერმანია პრეზიდენტის პოსტზე თავისი პირველი უცხოური ვიზიტისთვის. სააკაშვილი  მოსკოვს და ვაშინგტონს შესაბამისად 15 და 25 თებერვალს  ეწვევა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version