დსთ-ის აღმასრულებელმა მდივანმა იური იაროვმა, რომელიც დსთ-ის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიას ხელმძღვანელობდა, დღეს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მისცა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული უზუსტობები, ისინი მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენენ არჩევნების საბოლოო შედეგებზე“, – განაცხადა იაროვმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
დსთ-ის აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, დსთ-ს დამკვირვებელთა მისიის საბოლოო მოხსენება არჩევნების მონიტორინგის შესახებ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.