(თბილისი, 6 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლევან მამალაძე, ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და ქვემო ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ იძებნება დაკითხვის მიზნით.
გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ 5 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან მამალაძეს შპს “კვარციტის” 27 კილოგრამი ოქროს მითვისებაში ედება ბრალი.
მას ასევე სახელმწიფო ფონდების უკანონო გადარიცხვებში ედება ბრალი.
არსებული ინფორმაციით, მამალაძე ამჟამად მოსკოვში იმყოფება.