(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მსოფლიო ბანკი მიესალმება საქართველოში მშვიდობიანი ფორმით ძალაუფლების შეცვლას.
“საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას უმოკლეს პერიოდში ძალიან სერიოზული პრობლემების გადაწყვეთა მოუწევს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას საკმაოდ გრძელვადიანი პოტენციალი გააჩნია”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ 26 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
მსოფლიო ბანკი მზად არის საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლოს, რათა დაეხმაროს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში.