(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არსებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ის სამშვიდობო ჯარების რიგითი 27 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიტაცეს.
გატაცების მოტივი უცნობი რჩება. თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, გატაცება შესაძლოა ინსცენირებულიც ყოფილიყო დეზერტირობის ფაქტის დაფარვის მიზნით. ამგვარი შემთხვევები ადრეც ყოფილა დაფიქსირებული.