საქართველო სომხეთის ვალს ვერ იხდის

(თბილისი, 25 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ხაჩატრიანმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო ვერ იხდის სომხეთის ვალს, რომელიც 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

სომხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველო ვალის გადაუხდელობას საერთშორისო სავალუტო ფონდის მიერ მორიგი ტრანშის გამოყოფის შეწყვეტით ხსნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version