(თბილისი, 5 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული კომპანია “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემა” მზად არის თბილისი ელექტროენერგიით მოამარაგოს იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგია დედაქალაქამდე მიაღწევს”, – განაცხადა “რაო ეეს”-ის წარმომადგენელმა ტატიანა მილიაევამ 4 სექტემბერს.
“ელექტროენერგიის მომარაგების ხშირი შეზღუდვები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს სადისტრიბუციო კომპანია უუნაროა განახორციელოს ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ქვეყნის ტერიტორიაზე”, – აღნიშნა მილიაევამ.
“რაო ეეს”-მა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “თელასის” აქციების 75% აგვისტოს დასაწყისში შეიძინა.
ამჟამად დედაქალაქი და საქართველოს სხვა რეგიონები მწვავე ენერგოკრიზისს განიცდიან “თელასის” ყოფილი მეპატრონის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისადმი არსებული დავალიანებისა და გადამცემ ხაზებზე ხშირი ავარიების გამო.